Monday, June 2, 2014

                                                      
                                        პროექტი                                    VI  კლასი
პროექტის სათაური
„ჩემი ოთახის რემონტი“                  
პროექტის აქტუალობა
პროექტი აქტუალურია იმ თვალსაზრისით, რომ მოსწავლე იძენს საყოფაცხოვრებო პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ- ჩვევებს. იმყარებს შეძენილ ცოდნას და ოჯახის წევრებსაც კი გაუწევს კონსულტაციას ამ საკითხზე.
პროექტის მიზანი და ინდიკატორები
მოსწავლემ შეძლოს რეალურ ვითარებაში მართკუთხა ობიექტის (ოთახის კედელი, იატაკი)ფართობის გამოთვლა და შედეგის წარმოდგენა შესაფერის ერთეულებში.შეეძლოს ფართობის გამოთვლა პრაქტიკულად.
ამოცანები და განხორციელების გზები
ამოცანა1: მოსწავლეებთან შეხვედრა და მათთვის საინტერესო თემის შერჩევა .შევხვდი მოსწავლეებს ,მათ გამოკვეთეს მათთვის საინტერესო საკითხი-გაეკეთებინათ თავიაანთი ოთახის რემონტი,გაერკვიათ რა თანხ იქნებოდა საჭირო ამისათვის
ამოცანა 2: პროექტის სათაურის შერჩევა
ამოცანა 3:   პროექტის ვადის განსაზღვრა  (ათი დღე)
ამოცანა : 4 პროექტის გამხორციელების გზების დაგეგმვა.
მოსწავლეები დაიყოფებიან ჯგუფებად საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, აირჩევენ რომლის ოთახი საჭიროებს  რემონტსდა გაინაწილებენ დავალებებს:რომელი გაზომავს კედლებს და გამოთვლის ფართობებს, რომელი შეარჩევს შპალერს შესაბამისი ზომებით

მოსწავლეთა ჩრთულობა
მოსწავლეებმა გაზომავენ საკუთარი ოთახის კედლებს და იატაკს, გამოიანგარიშებენ რამდენი ორკილოგრამიანი საღებავი დასჭირდებათ მის შესაღებად, შესაბამისად გამოიანგარიშებენ რა თანხა დასჭირდებათ საღებავის შესაძენად.
შედეგი
მოსწავლეს შეუძლია რეალურ ვითარებაში გამოიყენოს მიღებული ცოდნა, გამოითვალოს ფართობი და წარმოადგინოს შედეგი
პროექტის მინიტორინგი და შეფასება
გამოვიყენებ შუალედურ მონიტორინგს.    ( პროექტის შეფასებისა და თვით შეფასების სქემები თან ერთვის)


საბავშო ოთახი
საბავშო ოთახი
საბავშო ოთახი